ინტერს ბროზოვიჩიც დატოვებს ?
მარსელო ბროზოვიჩი გასულ სეზონში ინტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და სკუდეტოს მოპოვებაში მისი დამსახურება ძალიან დიდია, თუმცა არ არის გამორიცხული მას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება მოუწიოს.
ბროზოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 20222 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ არსებობს.
ხორვატი ფეხბურთელი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ კი მას ხელფასის გაზრდა 6 მილიონამდე სურს, რაც კრიზისში მყოფი ინტერისთვის რთული გადასახდელი იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ მხარეებს შორის უახლოეს კვირეებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, ნერაძური 28 წლის ხორვატ ნახევარმცველს ტრანსფერზე დააყენებს, რომ ის მომდევნო სეზონის ბოლოს უფასოდ არ დაკარგოს.