Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს გალიარდინი და რადუ დაუბრუნდა

რობერტო გალიარდინიმ და იონუტ ანდრე რადუმ კორონა ვირუსი დაამარცხეს და გუნდს ხვალ შეუერთდებიან.

ეშლი იანგმა, რომელიც ვირუსისგან რამდენიმე დღის წინ განიკურნა, დღეს დიდი ალბათობით შახტარის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ამ ეტაპზე ინტერის შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც კვლავ კორონა ვირუსი აქვს, მილან შკრინიარია. ის მშობლიურ სლოვაკეთში მკურნალობს, თუმცა ინტერი მის იტალიაში გადაყვანაზე მუშაობს.