Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს გალიარდინი უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო გალიარდინიმ ტრავმა დაამარცხა და სანაკრებო პაუზის შემდეგ სამპდორიასთან მატჩისთვის მზად არის.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა მუხლი მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

გალიარდინიმ მუხლი რამდენიმე კვირის წინ, ვარჯიშის დროს დაიზიანა, რის გამოც ჯენოასთან და ვერონასთან მატჩები გამოტოვა.