Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს გომესის ტრანსფერში კონკურენტი არ ჰყავს

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ინტერის არის ერთადერთი გუნდი ამ ეტაპზე, რომელმაც პაპუ გომესის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ატალანტას არგენტინელის სანაცვლოდ მატიას ვესინო შესთავაზა.

გამოცემის მტკიცებით, ატალანტას პრეზიდენტი ანტონიო პერკასი იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის და გასპერინის შერიგებას მოახერხებს და კაპიტანი გუნდში დარჩება, თუმცა იტალიური მედია გომესის ატალანტაში დარჩენას გამორიცხავს.

ნერაძურის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პაპუს დონის ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა და ატალანტადან წასვლის შემთხვევაში 32 წლის არგენტინელი დიდი ალბათობით ნერაძურის წევრი გახდება.