Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს გრაციანო პელეს სერია ა-ში დაბრუნება სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს მოთხოვნით ნერაძური ჩინეთის სუპერ ლიგიდან იტალიელი ფორვარდის, გრაციანო პელეს დაბრუნებას აპირრებს.

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ფეხბურთელების წლიური ხელფასის ლიმიტი 3 მილიონამდე დაიყვანა, ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას აპირებს და გამონაკლისი არც პელე გახლავთ.

ფეხბურთელი აქამდე სეზონში 15 მილიონ ევროს იღებდა და რა თქმა უნდა, 5-ჯერ ნაკლები გასამრჯელოს აღებას არ შეეგუება. მას კონტრაქტის შეცვლის გამო გუნდთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა და ნერაძურიში ტრანსფერი უფასოდ შეეძლება.

ანტონიო კონტე მას ლუკაკუს შემცვლელად განიხილავს. სწორედ კონტემ მისცა პელეს შანსი იტალიის ნაკრების მაისური მოერგო და როგორც ჩანს, იტალიელ სპეციალისტს ის არ დავიწყებია.