Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს გუნდის გასაძლიერებლად ‘საკუთარი თავის დაფინანსება’ მოუწევს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერის მფლობელი კომპანია Suning Group და გუნდის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი კონტეს დამატებით ფინანსებს არ გამოუყოფენ.

ატნონიოს გუნდის გასაძლიერებლად მხოლოდ ის თანხა ექნება, რასაც ნერაძური ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშავებს.

ინტერმა მაურო იკარდი პსჟ-ს უკვე მიჰყიდა, ივან პერიშიჩის ბაიერნში ტრანსფერიც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს რაჯა ნაინგოლანიც, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ეს მხოლოდ დასაწყისია…

ანტონიო კონტესთვის გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელები მხოლოდ სამირ ჰანდანოვიჩი, აშრაფ ჰაკიმი, სტეფან დე ვრეი, ალესადნრო ბასტონი, ნიკოლო ბარელა და რომელუ ლუკაკუ არიან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა ფეხბურთელზე გუნდისთვის სარფიანი წინადადება შევა, ნერაძური მას აუცილებლად განიხილავს…

Leave a Reply

Your email address will not be published.