Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს დარმიანი გამოაკლდა

გუშინ ინტერმა გასვლაზე ვენეცია დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ნერაძურიმ ტრავმის გამო მატეო დარმიანი დაკარგა, რომელმაც შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა და სიმონე ინძაგის მისი ჩანაცვლება მოუწია.

FcInterNews-ის ინფორმაციით, იტალიელ ვინგერს მარცხზენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა დაუდასტურდა. ის განმეორებით სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში ჩაიტარებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ დიდი ალბათობით სიმონე ინძაგის სპეციას წინააღმდეგ დარმიანის გარეშე მოუწევს თამაში.