Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს და ბროზოვიჩს შეთანხმებამდე 1 მილიონი აშორებთ

ინტერი მარსელო ბროზოვიჩთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განგრძობს და მხარეებს შორის პროგრესი აშკარად შეიმჩნევა, თუმცა მათ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.

Corriere della Sera-ს ინფორამციით, ნერაძური მზად არის ბროზოვიჩს ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში წლიური გასამრჯელო 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა ამ თანხაზე მეტის შეთავაზებას მისთვის არ აპირებს, ფეხბურთელი კი თავის მხრივ 7 მილიონ ევროს ითხოვს.

ინტერი ფეხბურთელის აგენტს უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეხვდება და მათ დარწმუნებას ეცდება, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას აჩქარება მოუწევს, რადგან ახალი წლის შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ბროზოვიჩთან მოლაპარაკებების წამოწყება ინტერის თანხმობის გარეშე შეეძლება და მისი გუნდიდან უფასოდ წასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.