Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს და იუვენტუსს კივიორის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ

სპეციას ცენტრალური მცველის იაკუბ კივიორის მიმართ ინტერესი დორტმუნდმა გამოთქვა და იტალიელებს პირველი წინადადება უკვე გაუკეთა.

22 წლის პოლონელ ფეხბურთელს ინტერსა და იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა იტალიური გრანდები ჯერჯერობით სპეციასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, რითიც დორტმუნდმა ისარგებლა და ტრანსფერის დახურვას ცდილობს.

SportItalia-ს ცნობით, დორტმუნდი სპეციას ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიო ნევროს სთავაზობს, იტალიელები კი თავის მხრივ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.