Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს და იუვენტუსს ჯეკოს უფასოდ გაფორმება შეეძლებათ

იტალიური მედიის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს იუვენტუსს და ინტერს რომას ფორვარდის ედინ ჯეკოს გაფორმება უფასოდ შეეძლებათ.

ბოსნიელი ვეტერანი ფეხბურთელის კონტრაქტი რომასთან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ გუნდში მომხდარი კონფლიქტის გამო მისი რომადან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.  ჯეკო სეზონში ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს იღებს და დიდი ალბათობით მხარეები კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ, რაც ჯალოროსის ფეხბურთელისთვის გადასახდელ ხელფასს დააზოგინებს, ჯეკო კი სასურველ გუნდს თავად შეარჩევს.