Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს და პსჟ-ს შეთანხმებამდე 10 მილიონი აშორებთ

ინტერი და პსჟ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შეთანხმებამდე 10 მილიონი ევრო აშორებთ.

გამოცემა L’Interista-ს ცნობით, პსჟ მზად არის ნერაძურის მოროკოელი ფეხბურთელის საანცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ბენეამატა აშრაფის 80 მილიონზე ნაკლებად გაშვებას არც კი განიხილავს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება და მოსალოდნელია, რომ პსჟ თავის შეთავაზებას გაზრდის.