Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ერიქსენის სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიუღია

სატრანსფერო ფანჯარა უკვე მე-3 დღეა გაიხსნა, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერისთვის ერიქსენის ტრანსფერზე არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ მიუმართავს.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ნერაძურის ერიქსენის გასხვისება უნდა, თუმცა როგორც ჩანს მისი მოთხოვნილი 25 მილიონის გადახდას არც ერთი გუნდი არ გეგმავს.

28 წლის დანიელი ფეხბურთელის სახელს ყველაზე ხშირად პსჟ-ს უკავშირებდნენ, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ფრანგული გუნდის ახალი მწვრთნელის, პოჩეტინოს პრიორიტეტული ვარიანტი ერიქსენი ნადმვილად არ არის.

ინტერი ერიქსენის არც იჯარით გაშვების წინააღმდეგია, თუმცა მსურველები არც აქ არიან. ნერაძურის მოთხნოვით, გუნდი, რომელიც კრისტიანს გაიფორმებს, მისი ხელფასის, 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ამის გაკეთება კი არავის სურს…