Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ზაფხულში 3 ვეტერანი დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ანდრეა რანოკია, დანილო დ’ამბროზიო და ალექსანდრ კოლაროვი დატოვებენ.

სამივე მათგანს კონტრაქტები ინტერთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ და Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძური მათთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ბენეამატა აქცენტის გაკეთებას უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გეგმავს და ვეტერანებს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.