Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს იანვარში 4 ფეხბურთელი დატოვებს

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, იანვარში ინტერის შემადგენლობაში დიდი წმენდა იგეგმება და გუნდს მინიმუმ 4 ფეხბურთელი დატოვებს.

ნერაძურის ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს სატრანსფერო მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებს და ამისთვის რაჯა ნაინგოლანის, კრისტიან ერიქსენის, მატიას ვესინოს და ანდრეა პინამონტის გაყიდვას შეეცდება, ფეხბურთელების, რომლებიც კონტეს გეგმებში არ შედიან.

კონტეს აზრით, ნაინგოლანს ინტერში ყოფნა არ სურს და სავარჯიშო სესიებზე საჭირო მონდომებას არასოდეს არ ამჟღავნებს.

ერიქსენის სიტუაცია ყველასთვის ნათელია და ნერაძური მის გაყიდვა 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეცდება, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო არც ფეხბურთელების გაცვლაა გამორიცხული.

ვესინო, რომელიც ტრავმირებულია და მის დაბრუნებას მომავალ თვეში ელოდებიან, კონტეს გუნდის ნაწილი არასოდეს ყოფილა, პინამონტი კი ჯერჯერობით ინტერში თამაშისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, ბოლო პერიოდში გუნდიდან წამსვლელთა სიას ივან პერიშიჩიც შეუერთდა და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძური მასაც გაასხვისებს.