Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს იუვენტუსის სახით ონანას ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

ინტერი სამირ ჰანდანოვიჩის წასვლისთვის უკვე ემზადება და მიმდინარე სეზონის ბოლოს აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას დამატებას გეგმავს, თუმცა ბენეამატას იუვენტუსის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ონანას მიმდინარე კონტრაქტი ნიდერლანდურ გრანდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.

თუ ინტერი ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს, ტურინელები თავის მხრივ ვოიცეხ შესნის პოტენციური ალტერნატივის ძიებაში არიან, რადგან პოლონელი კარის დარაჯი ბოლო პერიოდში არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობს და მისი შეცდომები ბიანკონერის ძვირად უჯდება.

FCInterNews-ის ინფორმაციით, ინტერი კონკურენტების მოსაშორებლად აჩქარებას გეგმავს და მზად არის ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 4 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელის პასუხი უცნობია.