Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს, იუვეს და მილანს ლაკაზეტის გაფორმება ზამთარშივე შეეძლებათ

ბოლო თვეებში არსენალის ფრანგი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი იუვენტუსს, ინტერს და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და როგორც ჩანს, იტალიურ გრანდებს მისი გაფორმების შესაძლებლობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ექნებათ.

30 წლის ფეხბურთელს არსენალთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ მეთოფეები მისი უფასოდ დაკარგვის თავიდან ასარიდებლად მზად არიან ლაკაზეტი ზამთარში საკმაოდ იაფად გაყიდონ.

Tuttomercato-ს ცნობით, არსენალი ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ იანვარში დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს მოითხოვს, თუმცა სავარაუდოდ უფრო ნაკლებ თანხასაც დათანხმდება.