Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს კიდევ ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს ზაფხულში დამატებითი შემოსავლის მოსაპოვებლად და ბალანსის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს და გუნდს სავარაუდოდ ბასტონი, შკრინიარი, ბარელა, მარტინესიდან ერთ-ერთი დატოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკაკუსა და ჰაკიმის გაყიდვით ინტერმა გუნდის კრიზისი მხოლოდ დროებით მოაგვარა და მათ ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვიდან მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღება დასჭირდებათ.

ნერაძურიმ ლუკაკუ-ჰაკიმის გაყიდვით 140 მილიონი ევრო მიიღო, მაგრამ გუნდმა გასული ფინანსური წლის განმავლობაში 246 მილიონი ევრო იზარალა და როგორც ვარაუდობენ, ეს მაჩვენებელი ბევრად არც მიმდინარე სეზონში გაუმჯობესდება.

Suning-ს ასევე გადასახდელი აქვს Oaktree Capital-ისგან ნასესხები 275 მილიონი ევრო, რომლის დაფარვაც ნერაძურიმ 2 წელიწადში უნდა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინელების ხელში არსებული ინტერის აქციების საკონტროლო პაკეტი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის ხელში გადავა…