Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ლაციოდან აჩერბის გამოსყიდვა უნდა, მაგრამ…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი სეზონის ბოლოს ლაციოს საკუთრებაში მყოფი ფრანჩესკო აჩერბის გამოსყიდვა უნდა, მაგრამ კონტრაქტში მითითებული თანხის გადახდას არ აპირებს.

34 წლის ფეხბურთელი ინტერს სეზონის სტარტზე 1-წლიანი იჯარით, ბიანკოჩელესტის ქომაგებთან მომხდარი კონფლიქტის გამო შეუერთდა, მისი შემდგომში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

FcInternews-ის ცნობით, ბენეამატას ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ ლაციოსთვის 2 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.