Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ლივერპულის ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება სურს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ლივერპულის ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის გაფორმებას იანვარში შეეცდება.

30 წლის ნიდერლანდელს წითლებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კლოპის გუნდმა ფეხბურთელს ლივერპულის დატოვების საშუალება იანვარში მისცეს.

ინტერს კონკურენციას ბარსელონა და რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდი უწევს.