Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ლივერპულის ფორვარდი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი იანვარში ლივერპულის ფორვარდის, დივოკ ორიჯის გაფორმებას შეეცდება.

ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელობას რომელუ ლუკაკუს შემცვლელის გაფორმება სთხოვა და ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ 25 წლის ბელგიელი ფორვარდია.

ორიჯიმ მიმდინარე სეზონში ლივერპულის მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, რითიც ფეხბურთელი უკმაყოფილოა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ევრო 2020-ზე მონაწილეობის მიღება სურს, რისთვისაც მეტი სათამაშო დროის მიღება დასჭირდება და მას გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ბელგიელი ფორვარდის კონტრაქტი ლივერპულთან 2024 წლის ივნისში იწურება და მისი ფასი დაახლოებით 16 მილიონი ევროა.