Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ლუკაკუ უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ლუკაკუ ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ნერაძური პლზენის წინააღმდეგ გამართავს, ვერ დაეხმარება, თუმცა ის სიმონე ინძაგის განკარგულებაში სერია ა-ს მომდევნო ტურში, უდინეზესთან მატჩში დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, რომელუს ძირითად შემადგენლობაში ხილვა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ის სავარაუდოდ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.