Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ლუკაკუ უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ ინტერს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუერთდება და ბელგიელი ფორვარდი გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეში ჩაერთვება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი ბენეამატას Florida Cup-ზე დაეხმარება და სავარაუდოდ არსენალის წინააღმდეგ ის სიმონე ინძაგის განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, ინტერი არსენალს ფლორიდაში 26 ივლისს, ჩვენი დროით ღამის 2 საათზე დაუპირისპირდება.