Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს მანჩესტერის კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინტერი იანვარში მანცესტერ იუნაიტედის შემტევის ჯესი ლინგარდის იჯარით გაფორმებას შეეცდება.

ბრუნო ფერნანდეშის გუნდში მისვლის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელს მოედანზე დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და ნერაძური მზად არის წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის იჯარა შესთავაზოს.

The Mirror-ის ინფორმაციით, კონტე ინგლისელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და მისი გაფორმება ჯერ კიდევ ჩელსიში მუშაობის დროს სურდა, თუმცა ნერაძური ამ ტრანსფერს მხოლოდ კრისტიან ერიქსენის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მოახერხებს.

გათიშვა