Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს მომდევნო ორ მატჩში სანჩესი და ჰაკიმი დააკლდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს უახლოეს ორ მატჩში ალექსის სანჩესის და აშრაფ ჰაკიმის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა და შესაძლოა ამ სიას სტეფანო სენსიც მიემატოს.

ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ მატჩში ალექსის სანჩესი პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი გახდა და როგორც გაირკვა, მას მარჯვენა ფეხზე კუნთის დაზიანება აქვს, აშრაფ ჰაკიმის კი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ინტერს სერია ა-ს მომდევნო ტურში ჯენოასთან უწევს თამაში, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე შახტარს დაუპირისპირდება.