Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ნაპოლისთან დე ვრეი დააკლდება

ტრავმირებული სტეფან დე ვრეი, რომელმაც დაზიანება ნაკრების რიგებში თამაშის დროს მიიღო, იტალიაში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

საბედნიეროდ მას არანაირი მძიმე დაზიანება არ დაუდასტურდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ნერაძური მას დასვენების საშუალებას მისცემს და სერია ა-ს მომდევნო ტურში ნაპოლის წინააღმდეგ ნიდერლანდელი ფეხბურთელი არ ითამაშებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არც ის არის გამორიცხული, რომ ის არც 24 ნოემბერს, შახტარის წინააღმდეგ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ედინ ჯეკოს რაც შეეხება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ არის გამორიცხული, ბოსნიელმა ფეხბურთელმა ნაპოლის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.