Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ნაპოლის კარის დარაჯი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის წარმომადგენლები ნაპოლის ალექს მერეტის თაობაზე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის ინფორმაცია გამოითხოვეს.

23 წლის ფეხბურთელი რინო გატუზოს პირველი არჩევანი არ არის და მან ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა დავიდე ოსპინასთან წააგო. მერეტი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და მას გუნდიდან წასვლა სურს.

მერეტის აგენტი ფედერიკო პასტორელოა, რომელის ასევე რომელუ ლუკაკუს ინტერესებს იცავს და ნერაძურის ამ ფაქტის გამოყენების იმედი აქვს.