Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ნაპოლის სახით ემერსონის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი ჰყავს

ინტერს ჩელსის მარცხენა მცველს,ემერსონ პალმიერის გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან უკავშირებენ, თუმცა SportMediaset-ის ინფორმაციით, მათ ნაპოლის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, გულამი -რუის მომავალი გუნდში გარკვეული არ არის და  პარტენოპეი მათ შემცვლელს უკვე ეძებს.

26 წლის ემერსონს, რომელსაც ჩელსისთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს, ლემპარდის გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით ის გუნდს იანვარში დატოვებს.