Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ონანას ტრანსფერში კონკურენტები გამოუჩნდნენ

ინტერი აიაქსის კარის დარაჯთან ანდრე ონანასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ნერაძურის აჩქარება მოუწევს, რადგან მას სერიოზული კონკურენტები გამოუჩდნენ.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, 25 წლის კიპერის გაფორმებით, რომელსაც აიაქსთან კონტრაქტი სეზონის ბოლო ეწურება და მისი დამატება ნებისმიერ მსურველს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება, ნაპოლი და ბარსელონაც დაინტერესდნენ.