Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ონანას ტრანსფერში ესპანური გრანდი კონკურენციას გაუწევს

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის ინტერს აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას ტრანსფერში კონკურენცია გაუწიოს.

კამერუნელი კარის დარაჯის მიმდინარე კონტრაქტი ნიდერლანდურ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე დიდი ხანია, რაც მის სახელს ინტერს უკავშირებენ.

ბევრი წყარო იმასაც ირწმუნება, რომ ონანას ნერაძურისთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთახმებული აქვს, მაგრამ ნერაძურის 25 წლის ფეხბურთელთან პრე-კონტრაქტის გაფორმება თებერვლამდე არ შეუძლია და ამის ბარსელონა სარგებლბოას და მის გადაბირებას გეგმავს.