Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ონანას უფასოდ დამატება უნდა

ინტერის კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონის შემდეგ ნერაძურის რიგებს დატოვებს და ბენეამატა უკვე დიდი ხანია ვეტერანი კარის დარაჯის შემცვლელს ეძებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძურის მის შემცვლელად აიაქსის კამერუნელი კარის დარაჯის ანდრე ონანას ხილვა სურს, რომელსაც ნიდერლანდელებთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და ბეპე მაროტას მისი უფასოდ დაამტება სურს.

ონანას დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო თამაში 9 თვით აეკრძალა და მას მოედანზე დაბრუნება ნოემბერში შეეძლება.