Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს პსჟ-ს ნახევარმცველი სურს

იუვენტუსის შემდეგ, ლეონარდო პარედესის შეძენის სურვილი ინტერმაც გამოთქვა და მზად არის, მის ტრანსფერში ფრანგულ მხარეს მილან შკრინიარი შესთავაზოს. ნერაძურის სურს, რომ პსჟ-მ შკრინიარის ტრანსფერში პარედესის გარდა 25-30 მილიონი ევრო დაამატოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პსჟ-მ მილან შკრინიარის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ფრანგების გარდა, სლოვაკი ფეხბურთელის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს, სიტის, ტოტენჰემს და არსენალსაც სურთ.

პსჟ ტიაგო სილვას შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჩელსის შეუერთდა, პარედესს კი იტალიაში უკვე ნათამაშები აქვს. ის კიევოს, ემპოლის და რომას ღირსებას იცავდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.