Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს რანოკია და დარმიანი დაახლოებით 3 კვირა გამოაკლდა

 ინტერს მომდევნო კვირეების განმავლობაში მატეო დარმიანისა და ანდრეა რანოკიას გარეშე მოუწევთ თამაში.

ნერაძურიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორივე მათგანს კუნთების გაჭიმულობა აქვთ და სავარაუდოდ ისინი სიმონე ინძაგის განკარგულებაში 15-20 დღის შემდეგ დაუბრუნდებიან.

თუ სამედიცინო შტაბის ვარაუდი გამართლდა, ინტერს მათ გარეშე სპეციას, რომას, მადრიდის რეალის და კალიარის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში