Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს…

დღეს ინტერი მეაცაზე სპეციას უმასპინძლებს და თუ ნერაძური გოლის გატანას მოახერხებს, სიმონე ინძაგი ისტორიულ რეკორდს დააფიქსირებს.

ინტერმა სერია ა-ში ზედიზედ 33 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და თუ სიმონე ინძაგის გუნდი მეტოქე გუნდის კარის აღებას დღესაც მოახერხებს, ისინი ზედიზედ გატანილი გოლების სერიით სერია ა-ს რეკორდს დაამყარებენ.

სიმონე ინძაგის გუნდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 2.42 გოლს იტანს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დღეს სპეციას კარის აღება ვერ მოახერხონ. ნერაძურიმ ბოლოს გოლის გატანა 23 იანვარს ვერ მოახერხა, როდესაც მათ უდინეზესთან 0-0 ითამაშეს.