Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს როგორც ბელერინის, ასევე ნანდესის გაფორმება სურს

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ამ პოზიციაზე გუნდს ყველაზე ხშირად კალიარის ნაიტან ნანდესის და არსენალის ჰექტორ ბელერინის სახელს უკავშირებენ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ერთის გაფორმება მეორეს ტრანსფერს არ გამორიცხავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ორივე ფეხბურთელის იჯარაზე აქტიურად მუშაობს და ფეხბურთელებთან პირადი კონტრაქტების შეთანხმების შემდეგ, მოლაპარაკებებს უშუალოდ გუნდებთან აწარმოებს.

ორივე ფეხბურთელის გაფორმების შემთხვევაში, ჰაკიმის შემცვლელად ბელერინი მოიაზრება, ნანდესს კი ნახევარდაცვაში არანაკლებ პროდუქტიულად თამაში შეუძლია, რომელიც როტაციაში მარჯვენა ფლანგზეც ითამაშებს ხოლმე…