Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს რომას სახით მუსოს ტრანსფერში კონკუირენტი გამოუჩნდა

ნერაძური სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს და მათი პრიორიტეტული ვარიანტი უდინეზეს ხუან მუსო გახლავთ, თუმცა მილანელებს რომას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჯალოროსი პაუ ლოპესის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მის შემცვლელს ეძებენ, 26 წლის მუსო ინტერის მსგავსად მათი მთავარი კანდიდატი გახლავთ.

მუსომ მიმდინარე სეზონში 20 მატჩსი მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 6-ჯერ მოახერხა. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლავთ.