Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს რომას უკანახაზელი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი, ჩელსისთან და მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად, რომას ცენტრალური მცველის ჯანლუკა მანჩინის ტრანსფერით ინტერესდება.

ატალანტას ყოფილი უკანახაზელი ჯალოროსის დაცვის ლიდერი გახდა და Daily Express-ის მტკიცებით, მან ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის ყურადღება დაიმსახურა, თუმცა ინტერი ადვილად დანებებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯალოროსი 24 წლის იტალიელის გასხვისებას 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.