Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს სანჩესის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს

ალექსის სანჩესი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და ამ თემაზე უკვე არაერთხელ ღიად მიანიშნა, ამიტომ შანსი იმისა, რომ ჩილელმა ფეხბურთელმა გუნდი იანვარში დატოვოს, საკმაოდ მაღალია.

სანჩესი ინტერში სეზონში გასამრჯელოს სახით 7.5 მილიონ ევროს იღებს და რამდენიმე წყაროს ცნობით, ბენეამატა მზად არის მასთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს, სცენარის ასეთი განვითარების შემთხვევაში კი მისი პოტენციური შემცვლელები შერჩეული ჰყავს.

FcInterNews-ის ინფორამციით, ბეპე მაროტა სასუოლოდან ჯანლუკა სკამაკას ან ჯაკომო რასპადორიდან ერთ-ერთს დამიატებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ნერაძურის რადარზე არიან და მათ მიმართ ინტერის ინტერესი არც თავად ნეროვერდის სპორტულმა დირექტორმა დამალა.