Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს სკუდეტოს მოპოვება ამ კვირაში შეეძლება

ინტერი სკუდეტოს გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის და არ არის გამორიცხული, რომ ნერაძურის მე-19 ტიტული კვირის ბოლოს გაოფიციალურდეს.

ამისთვის მილანმა მომდევნო 2 მატჩში ლაციოსა და ბენევენტოს წინააღმდეგ 6 ქულა არ უნდა მოიპოვოს, ატალანტამ კი კვირას სასუოლოსთან ან უნდა წააგოს, ან ფრე უნდა ითამაშოს, კონტეს გუნდმა კი თავის მხრივ კროტონე უნდა დაამარცხოს.