Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს სულ მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ის პრეზიდენტი ჟინდონგ ჟანგი ცოტა ხნის წინ ჩინური კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.

Suning-ი პანდემიის დაწყების შემდეგ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა და ჟინდონგმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რომელსაც დიდი ალბათობით მისი შვილი სტივენ ჟანგი შეცვლის, რომელიც ამჟამად ინტერის პრეზიდენტი გახლავთ.

რამდენიმე წყაროს ინფორამციით, ნერაძურის სულ მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ბენეამატა Suning-ის მმართველობაში…