Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ტოლისოს სამსახური შესთავაზეს

გერმანული წყაროების ინფორმაციით, ინტერს აგენტებმა ბაიერნის ნახევარმცველის კორენტენ ტოლისოს გაფორმება შესთავაზეს.

27 წლის ფეხბურთელს ბაიერნთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში ბენეამატას მისი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება, რაც ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდისთვის საკმაოდ კარგი გაძლიერება იქნება.

გამოცემა Kicker-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა მისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო და ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც მისი უფასოდ გაფორმება შესთავაზა, ინტერი გახლავთ, თუმცა ნერაძურის ტოტენჰემის კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან მისი გაფორმებით ანტონიო კონტეს გუნდიც ინტერესდება.