Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ტორინოსთან ერიქსენი დააკლდება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა ტრავმის გამო ტორინოსთან მატჩი გამოტოვოს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, დანიელ ფეხბურთელს დღეს მარცხენა მუხლის მცირე დაზიანების გამო გუნდისგან განცელკევებით მოუწია ვარჯიში და არ არის გამორიცხული, რომ კონტემ მას დასვენების საშუალება მისცეს.

ეს ანტონიო კონტესთვის არც თუ ისე კარგი სიახლე იქნება, რადგან მოგეხსენებათ გუშინ არტურო ვიდალმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ის 1 თვე მოედანზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს, ერიქსენის არყოფნა კი კონტეს არჩევანს ძალიან ზღუდავს…