Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ტრავმის გამო ჩალჰანოღლუ გამოაკლდა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო, ჰაკან ჩალჰანოღლუ გუნდს სანაკრებო პაუზამდე 1 მატჩით ადრე ვერ დაეხმარება.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, თურქ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

ინტერი სერია ა-ს მომდევნო ტურში გასვლაზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ უდინეზეს დაუპირისპირდება.