Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ტრანსფერებისთვის ფული არც ზაფხულში ექნება…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ვერც ზაფხულში მოახერხებს.

წყაროს ცნობით, ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ის ფინანსური კრიზისი გუნდზე კვლავ ნეგატიურად აისახება, ამიტომ ბენეამატას ქომაგები შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურ მუშაობას არც ზაფხულში უნდა ელოდონ.

პედულას თქმით, ინტერი ფეხბურთელების გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ინტერს რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს და ბენეამატას მისი შემცვლელის დამატება დასჭირდება.