Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს უახლოეს საათებში 4 ფეხბურთელი დატოვებს

ინტერის უკანახაზელი ვალენტინო ლაზარო ცოტა ხნის წინ პორტუგალიაში ჩაფრინდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იჯარის წესით ბენფიკას შეუერთდება, მაგრამ მის გარდა ნერაძურის რიგებს უახლოეს საათებში კიდევ 3 ფეხბურთელი დატოვებს.

ლაზარო ბენფიკას 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში მისი 8.5 მილიონის სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

ინტერის დატოვებასთან ახლოს არის ლუსიენ აგოუმეც, რომელიც ბრესტის ფეხბურთელი მშრალი იჯარის წესით გახდება და 19 წლის ფეხბურთელი ნერაძურის მომდევნო სეზონის სტარტზე დაუბრუნდება.

ედი სალკედო კარიერას იჯარის წესით ჯენოას ან კალიარის რიგებში გააგრძელებს, ფაკუნდო კოლიდიოს ტრანსფერით კი სერია ბ-ს გუნდები ასკოლი, კრემონეზე და ტერნანა ინტერესდებიან.