Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს შესაძლოა კომპენსაციის გადახდა მოუწიოს…

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერს Florida Cup-ის დატოვების გამო შესაძლოა გარკვეული ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

ინტერი დღეს ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც არსენალთან და ევერტონთან ერთად Florida Cup-ზე უნდა ეთამაშა, მაგრამ კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ტურნირს ჯერ არსენალი გამოეთიშა, შემდეგ კი მასში მონაწილეობაზე უარი გაზრდილი რისკების გამო ინტერმა თქვა.

წყაროს ინფორმაციით, ტურნირის ორგანიზატორები ინტერისგან და არსენალისგან გაუქმებული მატჩების გამო კომპენსაციას ითხოვენ და უარის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან…