Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს შესაძლოა ლაუტაროს გაყიდვა მოუწიოს…

სულ რამდენიმე საათის წინ ლაუტარო მარტინესმა ინტერში პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ნერაძურის კროტონესთან 6 – 2 გაამარჯვებინა, თუმცა შესაძლოა არგენტინელისთვის ეს ინტერში ბოლო სეზონი აღმოჩნდეს…

ლაუტაროს ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და ნერაძურის მისი გაყიდვა არ სურს, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა გუნდს სხვა გზა არ ჰქონდეს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩინეთის მთავრობამ ადგილობრივ კომპანიებს ევროპულ გუნდებში ინვესტიციის განხორციელება რთული ფინანსური მდგომარეობის გამო აუკრძალა, ინტერს კი პანდემიის და სხვა მიზეზების გამო 375 მილიონი ვალი დაუგროვდა.

Suning-ი, რომელსაც გუნდის აქციების უმეტესი წილი ეკუთვნის, გარკვეული რაოდენობის გაყიდვას და გუნდში ინვესტიციების მოძიებას ცდილობს, თუმცა თუ ეს ვერ მოახერხა, სტივენ ჟანგს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს…