Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე სანჩესი დააკლდება

25Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდს ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის შახტარის წინააღმდეგ თამაში ალექსის სანჩესის გარეშე მოუწევს.

ჩილელი ფეხბურთელი გლადბახთან მატჩის დროს დაშავდა და კონტეს მისი გამოცვლა პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია. როგორც გაირკვა, მას მარჯვენა კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო სანჩესმა ჯენოასთან მატჩი უკვე გამოტოვა, თუმცა მან გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და დიდი ალბათობით ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.

წყაროს ინფორმაციით, სანჩესის გარდა ინტერს სტეფანო სენსიც დააკლდება.