Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ჩემპიონთა ლიგის წინ დე ვრეი და ლაუტარო უბრუნდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, სტეფან დე ვრეიმ და ლაუტარო მარტინესმა, რომლებიც ტრავმების გამო გასულ ტურში გუნდს ვერ დაეხმარნენ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად არიან.

ინტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, რაც პოტენციურად პლეი-ოფში უფრო მარტივ მეტოქეს ნიშნავს.

დე ვრეი-ლაუტაროს დუეტისგან განსხვავებით, ნერაძურის ხოაკინ კორეას გარეშე მოუწევს თამაში, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს თამაშს ვეღარ მოახერხებს.