Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს

იმის მიუხედავად, რომ 4 ტურის შემდეგ ინტერი ჯგუფის ბოლო პოზიციას იკავებს, ნერაძურის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ აქვს.

ინტერმა დარჩენილ 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი უნდა მოიპოვოს, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნოს, თუმცა ამის გარდა გლადბახმა ორივე დარჩენილი თამაში უნდა წააგოს, რომელთაგან ერთი გერმანელებს ინტერთან აქვთ.

მეორე ვარიანტი კი ასე გამოიყურება, მადრიდის რეალმა უნდა წააგოს ორივე თამაში გლადბახთან და შახტართან, ასეთ შემთხვევაში ნერაძური მე-2 ადგილს დაიკავებს და ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს.