Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ჰაკიმის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს

აშრაფ ჰაკიმი რამდენიმე წუთის წინ პარიზში ჩაფრინდა და მისი პსჟ-ში ტრანსფერის გაოფიციალურებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძური იმედს არ კარგავს, რომ მოროკოელის გარდა გუნდს სხვა მნიშნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ მოუწევს.

ბოლო კვირეებში ლაუტარო მარტინესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა წყარომ ისაუბრა, მაგრამ Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნერაძური ჯერჯერობით მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების გაშვებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ სასურველი 100 მილიონის გამომუშავებას ამგვარად მოახერხებენ.

ჰაკიმის სანაცვლოდ კი ინტერი 60 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომში ბონუსების სახით 11 მილიონი ევრო დაემატება.